„ვხედავთ, რომ დეზინფორმაცია, რომელსაც ბრიუსელიდან ვისმენთ საქართველოსთან დაკავშირებით, ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ამიტომ ორმხრივ კომუნიკაციას აქვს მნიშვნელობა“ - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იქნება მსჯელობა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რასაც ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ“ - განაცხადა თურქეთში ვიზიტით მყოფმა შალვა პაპუაშვილმა.