LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი

„უჩვეულო მოვლენა იყო, მიყოლებით მოხდა მთლიანად ენერგოსისტემის გათიშვა – მნიშვნელოვანია, დადგინდეს ყველა დეტალი, თუკი არის ადამიანური ფაქტორი, ვინმეს ჩარევა, რაიმე საბოტაჟის ხასიათის ქმედება, გამოვლენილი უნდა იყოს“ – შალვა პაპუაშვილი

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

შალვა პაპუაშვილი: „ცუდია, როცა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არაპროვოცირებულად, მოწმენდილ ცაზე კვლავ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა, სადაც არის თავდასხმა, იქ აუცილებლად იქნება პასუხიც“

„ბრიუსელში უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათი ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან სხვა ერების მიმართ მსგავსი ქედმაღლური დამოკიდებულება ევროკავშირს სულ უფრო მეტად აშორებს მშვიდობის პროექტის იდეას და მას კონფლიქტების წამქეზებლად აქცევს“ - წერს შალვა პაპუაშვილი.