"ასევე, განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ყველას, ვინც ფინანსური წვლილი შეიტანა შანაეს GoFundMe ფონდში. შეგროვებული თანხა მოხმარდება აქამდე გაწეულ ხარჯებს და შანაეს ბოლო გზაზე გაცილებას."
რაფაელ მურსაკულოვისთვის წარდგენილი ბრალი საქმის ნაფიც მსაჯულთა მიერ განსჯადობას ითვალისწინებს. ადვოკატის თქმით, მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და მისი დაკავებით გაოგნებულია.
„ჩვენ გვყავს ათი ათასობით მხარდამჭერი, რთულია განვსაზღვროთ, ვის რა ფიქრი აქვს და ვის რა ზრახვა აქვს, აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ კონკრეტული ადამიანის მიერ ასეთი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.“