LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიქანაძე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულზე: ეს ადამიანი თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერიც იყო.. „ოცნება“ კონკრეტული დანაშაულის ჩადენაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს

135
fortuna.ge (21)

„ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, დღეს, სოციალური ქსელით კონკრეტული ინფორმაცია გავრცელდა, რომ ავსტრალიელი გოგოს, შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული „თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერიც იყო.“

ამ განცხადებით, მიქანაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრალდებული „ქართული ოცნების“ წევრია. დეპუტატის თქმით, არის იმგვარი კამპანიის წარმართვის მცდელობა, თითქოს მკვლელობაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ სახე იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც მიქანაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა მყისიერი რეაგირება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიის აქტივისტი იყო ბრალდებული.

„არასწორი განცხადებაა, რომ მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ კეთდება აქცენტები, დღეს გავრცელდა კონკრეტული ინფორმაცია ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში, რომ ეს ადამიანი ასევე, თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერიც იყო, მე მგონი ამის შესახებ ხართ ინფორმირებული,“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისი სიტყვებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომელიც ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვისი აქტივისტია ეს ადამიანი და როცა კონკრეტული ადამიანი რომ სჩადის დანაშაულს, ამ ადამიანის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება.

„ჩვენ გვყავს ათი ათასობით მხარდამჭერი, ჩვენთვის რთულია განვსაზღვროთ, ვის რა ფიქრი აქვს და ვის რა ზრახვა აქვს, აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ კონკრეტული ადამიანის მიერ ასეთი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს ადამიანი ამ წუთას იკვეთება, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აქტივისტობის კუთხით იყო რაღაც კონტექსტში დაკავშირებული და ამ კუთხით არის მცდელობა აიწიოს კამპანია, თითქოს ის „ქართული ოცნების“ სახე იყო.

ეს ადამიანი იყო აქტივისტი, რომლის ფიქრები და ზრახვები ჩვენთვის არ იყო ცნობილი და ეს ვერც გვეცოდინებოდა. გამოძიებამ მყისიერად მოახდინა რეაგირება, მიუხედავად იმისა თუ რომელი პარტიის აქტივისტი იყო ეს ადამიანი,“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი, საქართველოს მოქალაქე დააკავა.

პოპულალურები