ბოკუჩავას შეფასებით, ხელისუფლებას მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ეშინია, რომელიც შეიძლება მათ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში გამოხატონ.
„მორიგი რუსული კანონის ინიციირებით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ახდენს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტირებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებშია“ - წერია განცხადებაში.