LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ მორიგი რუსული კანონის მიღებას აპირებს – „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ განცხადებას ავრცელებენ

130
Untitled design

„ქართული ოცნება“ მორიგი რუსული კანონის მიღებას აპირებს“, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ავრცელებენ.

ოპოზიციური პარტიები ეხმიანებიან ინიციატივას, რომელიც შეკრება/მანიფესტაციასთან დაკავშირებით შეზღუდვას ეხება. პარტიების განცხადებით, ინიციატივა ანტიდემოკრატიულია.

„კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად, მათ შორის იარაღის შესანახად – გაშლა დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის არსებითი მნიშვნელობა ექნება“ – კობახიძე ახალ კანონპროექტზე

„საქართველოს პარლამენტში დღეს იწყება ქართული ოცნების მორიგი ანტიდემოკრატიული ინიციატივის განხილვა, რომელიც ეხება შეზღუდვებს შეკრება/მანიფესტაციასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ინიციატივა მსგავსია იმ რეგულაციებისა, რომლებიც მოქმედებს ავტოკრატიულ და დიქტატორულ რეჟიმებში და მიზნად ისახავს ერთი მხრივ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას, ხოლო მეორე მხრივ იმ მოქალაქეთა დაშინებას, რომლებსაც შესაძლოა სურვილი ჰქონდეთ მიმართონ პროტესტის გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომლებიც საჭიროებს სხვადასხვა კონსტრუქციების ან ტექნიკის (მაგალითად სცენა, გენერატორი, კარავი და ა.შ.) გამოყენებას.

ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პოლიციელის ჩვენების საფუძველზე მოქალაქეებს აკავებენ, ასამართლებენ და სჯიან ცარიელი ფურცლით ხელში პროტესტის გამოთქმის გამო, ყველასთვის ცხადია რა შედეგები მოჰყვება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების სამართლებრივი შეზღუდვისკენ გადადგმულ ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს.

„ხალხის ძალა“: პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ხდება 500-მდე აქტივისტის გადამზადება, ასევე განიხილება რევოლუციურ სცენარში უკრაინაში მებრძოლი 400-მდე ქართველის ჩართვაც

ქართული ოცნების მხრიდან ამ ინიციატივის დაკავშირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ბრიფინგთან, სადაც მორიგ ჯერზე ითქვა რომ თითქოს ქვეყანაში მზადდება არეულობა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ სუსი ემსახურება ერთი ადამიანის, ივანიშვილის რუსული ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი გამოყენება ხდება თავისუფალი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის მიზნით.

და ბოლოს, ამ მორიგი რუსული კანონის ინიციირებით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ახდენს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტირებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებშია“, – წერია განცხადებაში.

 

„გირჩი მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ განცხადება

❗️„ქართული ოცნება“ მორიგი რუსული კანონის მიღებას აპირებს

Posted by Girchi • გირჩი – მეტი თავისუფლება on ორშაბათი, 02 ოქტომბერი, 2023

 

ცნობისათვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

„ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინის ომის ან „მაიდნის“ განმეორებას საქართველოში. შეეგუოს ყველა, საქართველოში რევოლუცია არ იქნება!“ – დიმიტრი ხუნდაძე

 

პოპულალურები