ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 11 568 კოლოფი (მათ შორის 10 აიქოსი) და 51 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 173 ფაქტი გამოავლინეს.
მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.