LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვები გზებზე

„მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, იყრება ტექნიკური მარილი“ – გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე შეზღუდვა მოქმედებს

„საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,  აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

დიდთოვლობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა – სად როგორ შეგიძლიათ მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და გზებზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ.