თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით იმოძრაონ და საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ.