ინფორმაციას გიორგი ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ჩიკვაიძემ შიმშილობა მასზე განხორციელებული ზეწოლების გამო დაიწყო.
უკვე 22-ე დღეა, რაც 19 ივნისიდან, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. რამდენიმე გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა, რამდენიმემ კი მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.