„ქართულ დროშაზე არ შედგა ფეხით, ასე წამებით მოკლეს და შემდეგ დაღუპულიც კი შეურაცხყვეს და როგორ შეიძლება, რომ მე რუსს და ოსს ვუწოდო მოძმე და ძმა, როგორ უნდა მქონდეს მიმღებლობა მათი ამ ქვეყანაში, არანაირად“ - უთხრა შმაგი სოფრომაძის დამ „ტვ პირველს“.
„ნუთუ აღარ ღირს ამ ქვეყნის დასაცავად ბრძოლა? იქნებ ვიფიქროთ იმაზეც, თუ რას განიცდიან ვეტერანები, ოფიცრები, რიგითი ჯარისკაცები ამ მოვლენების ყურებისას? ვიღას მოუნდება ამის მერე ქვეყნისთვის ბრძოლა? თავის შეწირვა?“ - წერს თეა ტაბატაძე.
„შენს მისიას მე გავაგრძელებ, მამა. ჩემი იმედი გქონდეს! ყველაფერს ვიზამ, რომ ჩვენი სამშობლო გაერთიანდეს!” - 2008 წლის ომში დაღუპული შმაგი სოფრომაძის შვილის, 16 წლის ზაზას წერილი მამას