ბერეკაშვილის თქმით, 4 კომპანია, რომელიც დღეს კომისიის სხდომაზეა მიწვეული წარმოადგენენ ბაზრის მნიშვნელოვან მოთამაშეებს და შესაბამისად, მათ გააჩნიათ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა.
ამის შესახებ განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
კომისიის წევრები, დღეს სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების შესახებ, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობს.