„ვერ ვხვდები ასეთი რეაქცია რატომ არის იმაზე, თუკი სტანდარტიზაცია მოხდა ხელშეკრულებების ჯაჭვში. ახსენეთ ბრენდები, რომლებსაც დიდი ძალა აქვთ, მაგრამ, არიან ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებსაც არც თუ ისე დიდი ძალა აქვთ და გვინდა, რომ კონტრაქტული ურთიერთობებით რაღაც ბალანსი არსებობდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილმა პროდუქტების ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„ქეშბექი“ არაფრად გვჭირდება, ეს ჩვენი ინიციატივა არ არის და მზად ვართ, ხვალვე გავანულოთ, თუ მომწოდებელი ამაზე წამოვა – ჩვენი მოგებიდან ვაკეთებთ აქციებს, სხვისი ფულით ჩვენ არ ვთამაშობთ“ – „2 ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი
ამის შესახებ „2 ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ მელიქაძემ განაცხადა.
ბერეკაშვილმა საცალო ქსელების მსხვილ ოპერატორებს მომართა. მისი თქმით, როდესაც ქსელები წამოიღებენ პროდუქციას, მასზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, შედეგად კი, კონტრაქტულ ურთიერთობებში ასიმეტრია აღარ იქნება.
„მარტივ რაღაცას ვსაუბრობთ, როდესაც თქვენ წამოიღებთ პროდუქციას, მასზე იყოთ პასუხისმგებელი ან არ წამოიღოთ – ორი არჩევანი გაქვთ. ახლა, როდესაც ასიმეტრიულია ურთიერთობა, მე ვარ ქსელი და პასუხისმგებლობას კონკრეტულ პროდუქციაზე არ ვგრძნობ, უფრო მეტი არჩევანი მაქვს, მაგრამ, როდესაც ჩემი წილი პასუხისმგებლობაც არსებობს, ორჯერ დავფიქრდები კონკრეტულ პროდუქტზე, შემოვიტანო თუ არა ჩემს ქსელში. ამაზეა საუბარი – თუკი შემოგაქვს პროდუქტი, პასუხისმგებლობაც უფრო მეტი უნდა გქონდეს და არჩევანიც ყოველთვის არის, რომ არ შემოიტანო. კონტრაქტულ ურთიერთობებში, უნდა იყოს სიმეტრიული ურთიერთობა როგორც მომწოდებლიდან, ისე საცალო ქსელიდან და ამაზე არავინ წინააღმდეგი არ უნდა იყოს“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.
„კარფურის“ გენერალური დირექტორი: საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას
ქარქაშაძის თქმით, გარკვეულ პროდუქციაზე „კარფურს“ აქვს 2-3 პროცენტიანი მარჟა და არის შემთხვევები, როდესაც ამ პროდუქციაზე მარჟას საერთოდ არ ადებენ.
