შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 34 და დაშავდა 347 (95 მძიმე და 252 საშუალო) დასაქმებული.
დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს.