კვების ობიექტი „ენდორფინი“ შრომის ინსპექციის ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს. კომპანია ამბობს, რომ დისკრიმინაციულ ვაკანსიად მიჩნეული განცხადება, რომელიც მათ სოციალური ქსელით 14 დეკემბერს გაავრცელეს ხუმრობა იყო.
შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინა, რომ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმების მსურველ პირებთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესისა და გარეგნობის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას.