LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » შსს » გვერდი 377

შსს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო – დაკავებულია ერთი პირი

პროცესზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ სანთებელა ისროლა, რომელიც პროკურორს შუბლის არეში მოხვდა და დაზიანება მიაყენა

შსს-ში იმ პირს დაიბარებენ, ვინც აქციის მონაწილეების ავტომანქანაში გაზი შეასხა

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ვიდეო-კადრების შესწავლა უკვე დაწყებულია. მათივე ცნობით, მიმდინარეობს ვიდეომასალაში დაფიქსირებული პირის დადგენა, რომელსაც გამოკითხვაზე დაიბარებენ.

შსს-მ დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტზე ოფიციალური განმარტება გააკეთა

შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე.