ვახტან ჭარაიას განმარტებით, ადამიანები იმუშავებენ და თავიანთი ქვეყნისთვის, საზოგადოებისათვის კარგ საქმეს გააკეთებენ. მაგალითად ჭარაიას სკოლებისა და ბაღების შეღებვა მოჰყავს, ან სხვა სახის სამუშაო, რომელსაც მაღალი კვალიფიკაცია არ სჭირდება.
„შრომას უნდა მივაჩვიოთ ჩვენი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, მათ ყველას სურთ სამუშაო ადგილების შოვნა, მაგრამ თუ სახელმწიფო არ უქმნის მათ პირობებს, ეს არის მათთვის დამაბრკოლებელი პირობები,“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.