LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოც კი 10-ჯერ მეტია, ვიდრე სოციალური დახმარება

116
დავით სერგეენკო

„ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოც კი 10-ჯერ მეტია, ვიდრე სოციალური დახმარება“, – ასე ეხმიანება „პალიტრანიუსის“ ეთერში ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო, პრემიერის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „შრომისუნარიანი მოქალაქეები სიღარიბეს, უმოქმედობას შეაჩვიეს და სოციალური დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ“.

სერგეენკომ აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 3400-მა ადამიანმა მინიმუმ 10-ჯერ მეტი დოვლათი შექმნა, ვიდრე სახელმწიფომ დახარჯა მათში.

„რომ წარმოვიდგინოთ, ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოც კი 10-ჯერ მეტია, ვიდრე სოციალური დახმარება. ამ ორი წლის განმავლობაში 3400-მა ადამიანმა მინიმუმ 10-ჯერ მეტი დოვლათი შექმნა, ვიდრე სახელმწიფომ დახარჯა მათში. ერთი ათთან კოეფიციენტის ხარჯეფექტურია ხანგრძლივ პერსპექტივაში. როგორ უნდა დაასაქმოს: არა ნეპოტიზმით, ნაცნობ-მეგობრობით და საჯარო სექტორით. 2014 წელს დაიწყო პირველი ნაბიჯები – დასაქმების ფორუმები, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმდა ასეთი ხელშეკრულება, რომლითაც მოხდა შესწავლა მოთხოვნადი პროფესიების და განათლების სამინისტრომ გააკეთა გადამზადების კურსები, რომლითაც უფასოდ გადამზადდებოდნენ ეს ადამიანები. ანუ, მოთხოვნადი პროფესიები წინასწარ განვუსაზღვრეთ და მივეცით ამის შესაძლებლობები – ეს იგულისხმება აქტიურ დასაქმებაში“, – განაცხადა სერგეენკომ.

პრემიერის ინიციატივას მივესალმები… ადამიანები, რომლებიც არიან შრომისუნარიანები, მიიღებენ არა სოციალურ შემწეობას, არამედ ხელფასს გაწეული სამსახურისთვის: ვახტანგ ჭარაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები