„სახელმწიფო კომისიის დასკვნა სოფელ ითხვისის მცხოვრებლების ღირსეული განსახლების გარანტიებს არ ქმნის“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში სახლები ინგრევა. როგორც „ფორტუნას“ სოფლის მცხოვრებმა ჟუჟუნა მეგრელიშვილმა განუცხადა, სოფელში მიწის დიდი მასა დაიძრა, რამაც მცხოვრებლების ჩაიყოლა. სოფლის გზებსა და ნაკვეთებში ნაპრალები კი გაჩნდა.