LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელი ხურვალეთი

“ივანიშვილმა რუსებს სანაცვლოდ რაღაც დაუთმო. ამიტომაა ეს თამაში “ბინძური”, რადგან ჩვენ ვერ გავიგეთ რა დავთმეთ”

"ფაქტია, რუსებმა გუშინ უკან დაიხიეს და ხურვალეთიდან გავიდნენ. რის სანაცვლოდ? გჯერათ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ან დასავლეთის შეეშინდათ ან შერცხვათ? მე არა

სოფელ ხურვალეთის პოლიციის საგუშაგოსთან შეკრებილთა ნაწილი იქ ღამით დარჩენას აპირებს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ აქტივისტმა დავით ქაცარავამ საგუშაგოსთან მყოფ შეკრებილებს მიმართა და ნაწილს დარჩენისკენ, ნაწილს კი დაშლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პოლიციასთან მიღწეულია შეთანხება, რომ აქტივისტებს ხურვალეთში ხვალ შეუშვებენ.

თუ ხურვალეთში ოკუპანტები არ არიან, პირველი ქალბატონი ლუდა სალია მოიხდის ბოდიშს და მერე მე – დავით ქაცარავა

თუ ხურვალეთში ოკუპანტები არ არიან, პირველი ქალბატონი ლუდა სალია მოიხდის ბოდიშს და მერე მე. თუ არაფერი მომხდარა, მაშინ ბოდიში გვაქვს მოსახდელი იმიტომ, რომ პანიკა ავტეხეთ, მაგრამ რეალობა სხვაა, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" აქტივისტმა დავით ქაცარავამ სოფელ ხურვალეთში განაცხადა.

სოფელ ხურვალეთთან რაიმე ტიპის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია – სუს-ის წარმომადგენელი

ირაკლი ანთაძის განცხადებით, პრევენციის მიზნით ადილზე იმყოფებიან ევროკავშირის წარმომადგენლები. კითხვაზე, უშუალოდ გადმოვიდნენ,თუ არა რუსი ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ირაკლი ანთაძე პასუხობს, რომ ნებისმიერ ასეთ ქმედებას ჰქვია ინციდენტი და ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები

ქეთევან ციხელაშვილმა ყველას მოუწოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას მაქსიმალურად სიფრთხილით მოეკიდონ.