LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ხურვალეთის პოლიციის საგუშაგოსთან შეკრებილთა ნაწილი იქ ღამით დარჩენას აპირებს

149
ხურვალეთი

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ აქტივისტმა დავით ქაცარავამ საგუშაგოსთან მყოფ შეკრებილებს მიმართა და ნაწილს დარჩენისკენ, ნაწილს კი დაშლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პოლიციასთან მიღწეულია შეთანხება, რომ აქტივისტებს ხურვალეთში ხვალ შეუშვებენ.

„დილით ადრე შევძლებთ, რომ ბაღები დავათვალიეროთ. შესაბამისი სტრუქტურები ადასტურებენ, რომ რუსები გავიდნენ. დადასტურდა,რომ ქალბატონი ლუდა სალია დეზინფორმატორი არ არის. პოლიციამ დაადასტურა, რომ დღეს ოკუპანტები იყვნენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და გავიდნენ. ხურვალეთში ბაღებს ხვალ დილით ვნახავთ. 5 მანქანა დავტოვოთ აქ სამორიგეოდ, დანარჩენები წაბრძანდით, დაისვენეთ და დილით,გამთენიისას კი შევალთ და დავათვალიერებთ.დღეს მთელი დღე მიმდინარეობდა კამპანია, რომ ჩვენ ვართ პროვოკატორები. საბოლოოდ კი დადასტურდა,რომ რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები