ქაცარავა სოფელ კირბალში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ლომისას ეკლესიის ფოტოსთან ერთად, რუსი მესაზღვრეების გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.
6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.