„სოფლად მცხოვრებ ქალებს სჭირდებათ მეტი სერვისი, მეტი შესაძლებლობა და მეტი თანასწორობა პოლიტიკასა და ეკონომიკაში“ - აცხადებს გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.
პროექტი ითვალისწინებს საპილოტე მუნიციპალიტეტებში სასათბურე მეურნეობების შექმნას, რაც სოფლად მცხოვრებ ქალებს წაახალისებს - გახდნენ მეწარმეები და შექმნან საკუთარი სათბურები.