LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბიბილაშვილი

ვიდეო: „ნინო დადიანიძემ დღეს გადაწყვიტა გამოსვლა და თემაზე საუბარი. ნათლად დაინახა, რომ ძალიან ბევრი რამ კეთდება სიმართლის დასადგენად – მე აღნიშნულ ქალბატონს შევახსენებ, რომ მე ვიცავ მისი ოჯახის ინტერესს და მე არ ვიცავ მისი მტრის ინტერესს“ – გურამ დადიანიძის ადვოკატი ვიდეომიმართვას ავრცელებს

ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს სადაც ამბობს, რომ ნინო დადიანიძემ გადაწყვიტა რომ გამოვიდეს და აღნიშნულ თემაზე ისაუბროს, რადგან ნათლად დაინახა, საგამოძიებო მოქმედებები განახლდა.

„ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, თითქოს, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, თითქოს მეწყერი ჩამოწვა – ვინაიდან საქმე არ არის გამოძიებული, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება“ – ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე

ამის შესახებ 12 წლის წინ, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„შსს იწყებს იმ ტერიტორიის ხელახლა შემოწმებას, სადაც გურამ დადიანიძის კვალი გაქრა“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

ამის შესახებ გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის უფლებადამცველი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

„რაც უფრო მეტს ვიგებ ამ საქმეზე, მით უფრო მეტად ნაკლები არის ვარაუდი, რომ შეიძლება მეწყერმა ჩაიტანა გურამი და შეიძლება მეწყერი იყოს ამ ბავშვის დაკარგვის მიზეზი…“ – ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე

12 წლის წინ, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე გურამის გაუჩინარების საქმეზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საუბრობს.