წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩაზე, სწრაფი კვების ობიექტში აფეთქება მოხდა, რაც, სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებული გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავდა 3 ადამიანი. დაშავებულებმა მსუბუქი ხარისხის დამწვრობა მიიღეს. სამივე მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული.