ერევანში 23 სექტემბერს დაგეგმილი Snoop Dogg-ის კონცერტი გადაიდო
„გულწრფელ ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც ბილეთები შეიძინა და კონცერტს მოუთმენლად ელოდა“, – ნათქვამია განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ კონცერტის ახალი თარიღის შესახებ დეტალები მალე გახდება ცნობილი.
