LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერევანში 23 სექტემბერს დაგეგმილი Snoop Dogg-ის კონცერტი გადაიდო

306
fot (1)

ამერიკელი რეპერის Snoop Dogg-ის კონცერტი, რომელიც 23 სექტემბერს, ერევანში უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც კონცერტის ორგანიზატორებმა მათ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გაავრცელეს.

„სამწუხაროდ, გაცნობებთ, რომ სომხეთის მთავრობამ 23 სექტემბერს დაგეგმილი, Snoop Dogg-ის კონცერტის გადადების შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადა.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ 19 სექტემბერს განხორციელებულ ფართომასშტაბიან აგრესიასა და სისასტიკეს ჩვენი თანამემამულეების მიმართ.

ფაშინიანი: „აზერბაიჯანი ცდილობს სომხეთი სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში ჩაითრიოს - სომხეთი საომარი მოქმედებების დაწყებას არ აპირებს“

ქვეყნის საგარეო უწყებამ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად, არაორაზროვანი ნაბიჯები გადადგან.

ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, ვუსურვებთ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.

ალიევის ადმინისტრაცია: არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ ყველა იარაღი და უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება

გულწრფელ ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც ბილეთები შეიძინა და კონცერტს მოუთმენლად ელოდა“, – ნათქვამია განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ კონცერტის ახალი თარიღის შესახებ დეტალები მალე გახდება ცნობილი.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები