LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქია გურიაში

სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება – თემურ მღებრიშვილი

ვცდილობთ, რომ ყველა იმ სოფელში მივიდეთ, სადაც შესაძლოა ადამიანებს ჩვენი დახმარება სჭირდებოდეთ.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის.

„ჩოჩხათში პურის პრობლემაა.. გზა გახსნილია, მანქანა გვჭირდება ვინც პურს აიტანს“ – ლანჩხუთში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და წერენ, რომ ამ ეტაპზე, მოქალაქეებს ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში პურისა და ელექტროენერგიის პრობლემები აქვთ.

„ჩემი გურია.. წარმოუდგენელი ტრაგედიაა.. ბავშვები..“ – ნინო ლომჯარია გურიის სტიქიაზე

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, გურიის სტიქიაზე სოციალურ ქსელში წერს და წუხს მომხდარი ტრაგედიის გამო.