LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქია გურიაში

არჩილ თალაკვაძე სტიქიის ზონაში ჩავიდა და ვიდეომიმართვას ავრცელებს: „სამწუხაროდ, მიწის ძალიან დიდი მასა არის ჩამოსული..“

გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სოფლები დაიტბორა, რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა.

მოქალაქე, რომელიც გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი

სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი დავით გუმბარიძე აცხადებდა, რომ მოქალაქე გადარჩენის მიზნით, სიმაღლეზე მას შემდეგ ავიდა, რაც მანქანა წყალმა გასტაცა.

„დედა და მამა 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გარე სამყაროს მოწყდნენ“ – ადგილობრივი ლანჩხუთის სოფლიდან ვიდეოს ავრცელებს

ადგილობრივი სოფელი არჩეულიდან, სტიქიის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ხიდის უქონლობის გამო მისი ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა.