"ექსპერტთა ჯგუფი პერიოდულად შეამოწმებს მკურნალობის ხარისხს, მიმდინარეობას, უსაფრთხოების წესების დაცვას, რათა სტრასბურგის სასამართლოსაც მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია"
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ მიმართა, სააკაშვილის საქმის განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩართვასთან დაკავშირებით.
"ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება ამ ეტაპზე მაღალი ალბათობით ლეტალურ შედეგს გამოიწვევს" - წერს სახალხო დამცველი.
"სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის შესახებ მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება, რაც ნიკა გვარამიამ თავისებურად განმარტა, აბსურდია", - ამბობს მაჭარაშვილი.