"კრისიზული ვითარების მიუხედავად, გაორმაგებული ენერგიით გავაგრძელეთ საზოგადოების ინფორმირება: დავამატეთ ახალი გადაცემები, გავაძლიერეთ ციფრული პლატფორმები" - თამარ ჩიგოგიძე
მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ინტერნეტის, როგორც საინფორმაციო წყაროს მოხმარების ზრდის მიუხედავად, რადიო რჩება მნიშვნელოვან, სანდო და ფართო მოხმარების მედიასაშუალებად.
მრავალწლიანი ისტორიის მქონე რადიოსადგურს განვითარება არც ერთ ეტაპზე შეუწყვეტია და მსმენელს, გულშემატკივარს თუ მხარდამჭერს მუდმივი სიახლეებით ყველა სეზონსა თუ ეტაპზე ანებივრებს.