როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ „მიუ“ შტამს აფასებს როგორც ინტერესის საგანს და არა განგაშის საგანს, როგორც ეს „დელტა“ შტამთან მიმართებაში მოხდა.
"ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი ამ და მომდევნო კვირაში დამატებით კიდევ მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რაც მოზარდებში ვაქცინაციაზე არსებობს" - განაცხადა გაბუნიამ.
"მედიკამენტი განაწილებულია რამდენიმე კლინიკაში, თავისუფალ გაყიდვაში ის არ არის. თუკი აუცილებელი საჭიროება არსებობს, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პაციენტმა მიიღოს ეს მედიკამენტი" - თქვა გაბუნიამ.