"ჩვენ დღეს მცირე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციაზე ვერ ვისაუბრებთ, ბუნებრივია, ყველაზე კარგი დაცვის საშუალება ბავშვისთვის მისი გარემოცვის ვაქცინაციაა" - აცხადებს გაბუნია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კლასებში სწავლის დაწყების შესაძლო თარიღი 4 ოქტომბერია, თუმცა იქამდე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დასტაბილურდეს ვითარება.