"დღეს ამაზე საუბარი ძალიან რთულია, წინასწარ ვარაუდის დონეზე იქნება, მაგრამ მომდევნო დღე ამის სურათს აქტიურად წარმოაჩენს" - ამბობს გაბუნია საველე ჰოსპიტლებთან დაკავშირებით.
„ხალხმრავლობა და ზოგადად, ასეთი ტიპის ღონისძიებები, ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გააჟღერა, რომ არის გარკვეულწილად სარისკო,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ემატება როგორც ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, ასევე ღია სივრცეები, სადაც დარეგისტრირებულ პირებს ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ.