სოფო ჭყონიამ Georgian Aairways-ი მოსკოვიდან თბილისის გავლით ნიცაში ტრანზიტული რეისების დანიშვნის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს არის სამარცხვინო კომპანია.
თამაზ გაიაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „უკვირს ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ორკესტრირებული ტაშ-ფანდურა, რითაც ისინი ქართული ეროვნული კომპანიებისთვის გარედან თითის ქნევას ეგებებიან“.
მსოფლიოში არც ერთ ავიაკომპანიას არ შეუძლია, გასცეს ნებართვა ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყების ან შეწყვეტის შესახებ, ეს საკითხი ორ ქვეყანას შორის სამთავრობო ხელშეკრულებით რეგულირდება.