„არ ენდონ, თუ ვინმე შეეცდება დაარწმუნოს, რომ თამბაქოს კონტროლის კანონში შესული ცვლილების შედეგად დახურულ სივრცეში ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოწევაზე აკრძალვა გაუქმდა“.
მონიტორებმა რამდენიმე, ე.წ. სამასპინძლო დაწესებულება დააფიქსირეს, რომელთაც შენობებზე აბრები ჩამოხსნილი აქვთ, თუმცა, სტუმრებს ძველებურად მასპინძლობენ და თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმს, ან ჩილიმს მოიხმარენ.