მოწევის რეგულაციის დარღვევა ფიქსირდება ე.წ. თამბაქოს ახალი პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და ჩილიმის უკანონოდ გამოყენების შემთხვევების სახით, რაც მასიური ხასიათის არაა, თუმცა, შესამჩნევია.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მონიტორინგი განხორციელდა ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე სტადიონებზე, სამედიცინო დაწესებულებებსა და კომერციული ორგანიზაციების ოფისებში.
2024 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება კანონის მე-6 მუხლის ქვეპუნქტები, რაც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასა და დიზაინს ეხება და თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დამკვიდრებას გულისხმობს.
„სამინისტროს ნებართვის გარეშე სკოლა დახურული სისტემაა, სადაც შეუძლებელია თამბაქოს ინდუსტრიის საცეცებს ვებრძოლოთ. არადა, როდესაც საქმე მოზარდის ჯანმრთელობას ეხება, დრო არ იცდის.“