მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე 28 აპრილს გამართულ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება და მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც მომართულები არიან თავისი ქვეყნის მომავლისთვის.
ტელეკომპანია „POS TV“-ის ეთერში გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 2012 წელს, მოსკოვში გამართულ კონცერტში სხვა ქართველ მომღერლებთან ერთად მონაწილეობა თამრიკო ჭოხონელიძემაც მიიღო, თამრიკო ჭოხონელიძე Facebook-ზე ეხმაურება.