ჟურნალისტის, სოციალური პროექტის „ვეძებ“ ავტორის, თამუნა მუსერიძის პოდკასტის „ვეძებ“ გასული ეპიზოდის სტუმარი ცნობილი „ტიკ-ტოკერი“ გიორგი გოგოჭური იყო. მან ბავშვობის რთულ წლებზე ისაუბრა და გაიხსენა, როგორ მოხვდა კოჯრის ბავშვთა სახლში.
თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ამაღელვებელ ისტორიას, ამბავს კაცზე, სახელად თაზოზე, რომელიც 40 წლის განმავლობაში ეძებდა თავის ბიოლოგიურ ოჯახს, თუმცა სიმართლე მისთვის მხოლოდ გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ გაცხადდა.