თამუნა მუსერიძე „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც სხვადასხვა თემების შესახებ საუბრობს.
როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, კარგი გოგოს კომპლექსი სულ აქვს.
„კარგი გოგოს კომპლექსი სულ მაქვს. უბრალოდ არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ცუდი ადამიანი ვარ. ვინც რამეს მთხოვს, ყველას ყველაფერს ვუკეთებ. მირჩევნია მე მეწყინოს, ვიდრე იმას.
დავიწყე ფსიქოლოგებთან სეანსები და ეს მშველის. ნელ-ნელა გამოვდივარ ამ კარგი გოგოს როლიდან. უნდა მივხვდეთ, რომ თუ ადამიანს არ უნდა კარგის დანახვა, მაინც არ დაინახავს და მოდი შენს თავს მიხედე“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.
ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ რომელმაც სოციალურ ქსელში ჯგუფი „ვეძებ“ დააფუძნა რვაწლიანი ძებნის შემდეგ, ბიოლოგიური მშობლები იპოვა.
მისი მამა ზუგდიდში მცხოვრები, ქორეოგრაფი, გურგენ ხორავა აღმოჩნდა.
