დეპუტატის თქმით, ორი მსგავსი შემთხვევიდან, რომელიც ქვეყანაში უკვე მოხდა, ერთ შემთხვევაში შსს-მ დანაშაული აღკვეთა, ხოლო რაც შეეხება ბადრი ესებუას, რომელმაც ძარცვისას, მოთხოვნის შესაბამისად, ნახევარი მილიონი მიიღო, იძებნება.
ან პოლიციას და მძევლებს უნდა გულშემატკივრობდე, ან გასუსული უნდა იყო. დასრულდება საპოლიციო ღონისძიებები და შემდეგ უნდა ისაუბროთ, თუ რაიმე პრეტენზიები გაქვთ, - წერს ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში.