LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადით აქედან, თორემ ვისვრი“ – მძევლებიდან ერთ-ერთი ქალი შეუძლოდ გახდა, თავდამსხმელი ჯერჯერობით არავის ათავისუფლებს

145
თავდასხმა საქ ბანკზე

ქუთაისში, საქართველოს ბანკში ვითარება დაძაბულია. ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ, მძევლები აცხადებენ, რომ თავდამსხმელი ჯერჯერობით არავის ათავისუფლებს და არც არავის ჩაანაცვლებს. 

ამასთან, ერთ-ერთი მძევლის Facebook-ის პირდაპირი ეთერიდან ირკვევა, რომ ბანკში მყოფი ერთი ქალი შეუძლოდ გახდა და წამალი დასჭირდა, რომელიც გარეთ მყოფებმა ფანჯრიდან მიაწოდეს, რის შემდეგაც, თავდამსხმელმა ფანჯრის დაკეტვა მოითხოვა.

მძევალი ასევე ითხოვენ,  უმოკლეს ვადაში მოხდეს თავდამსხმელისთვის ფულის მიწოდება. მათი თქმით, თავდამსხმელი თანხის სანაცვლოდ მზად არის, ისინი გაუშვას.

„რაის ქალები გამოვუშვა ცეკვა ცეკვით გამოვალ კიდო. […] გადით აქედან, თორემ ვისვრი…“– ამბობს მძარცველი.

„არავის ანაცვლებს, არც არავის უშვებს და არაც არავის შემოუშვებს. ტყუილად ელაპარაკებით, არ ჩაანაცვლებს არავის“, –აცხადებს ერთ-ერთი მძევალი ვიდეოში, რაზედაც მას თავდამსმელი პასუხობს და სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„ქალბატონო, ძალიან ბევრს ნერვიულობთ და დაწყნარდით-მეთქი. ეს ქალბატონი გააჩერეთ“, – მიმართავს თავდამსხმელი მძევალს, რომელიც ტირის.

გარდა ამისა, კადრებში ჩანს, რომ შეიარაღებულ თავდამსხმელს ერთ-ერთი მძევალი კაცი შებოჭილი ჰყავს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. მძევლები თავდამსხმელის მოთხოვნით, გარე პერიმეტრზე მობილიზებულ პოლიციას მოუწოდებენ, ტერიტორია დატოვონ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, საქართველოს ბანკში მძარცველი დილით შეიჭრა. მას მძევლად 12 მოქალაქე ჰყავს აყვანილი.

გომელაური ქუთაისში, „საქართველოს ბანკთან“ მივიდა

„ფისოებო, 2 მილიონი დოლარი მოიტანეთ, 3 საათში ფისო“ – რა მოთხოვნებზე საუბრობს საქართველოს ბანკში შეჭრილი პირი

„ბომბები აქვს დადებული, როგორც კი კარი გაიღება, აფეთქდება“ – საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი 2 მილიონი დოლარის გარდა, ვერტმფრენს, რუსეთის დროშასა და ანკესს ითხოვს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები