„საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ ნაწილს, რომელიც ევროპის მოედნის გამოყენებით გადაადგილდება, შეეცვლება მოძრაობის მიმართულება“ - წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დედაქალაქის მთავარი გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების ალტერნატიული სქემის მნიშვნელობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს შესაბამისი დარგის ექსპერტებთან იმის თაობაზე, რომ კაფე „სტამბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჭადრის მოჭრის აუცილებლობა არ დადგეს.