LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ – თბილისის მერია თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებს არ სთავაზობს არც ალტერნატიულ საცხოვრებელს, არც მინიმალურ კომპენსაციას და არც მათთან მოლაპარაკება უცდია – ეს არის უნიათობის და გულგრილობის სახე

პარტიის განცხადებით, თბილისის მერია თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებს არ სთავაზობს არც ალტერნატიულ საცხოვრებელს, არც მინიმალურ კომპენსაციას და არც მათთან მოლაპარაკება უცდია.

კახა კალაძე: „უმეტეს შემთხვევაში, ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, სადაც დღეს ისინი ცხოვრობენ, ამის საშუალება მუნიციპალიტეტს არ აქვს“

„2021 წელს ჩვენ ჩვენი დაპირება, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, საზოგადოებას წარვუდგინეთ. არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ რამდენიმე წელში შესაძლებელი იქნება, ზოგადად, ყველა ავარიული კორპუსის ჩანაცვლება, შეუძლებელია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ საცხოვრებელ კორპუსზეა საუბარი“ - თქვა კახა კალაძემ.