LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია

„8 აპრილიდან რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება“ – თბილისის მერია

მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოები, რომელსაც იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ სპეციალისტები ჩაატარებენ.

„ჩემს გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად. მჯერა, არცერთი პოზიცია, სამსახური ქვეყნისა და სინდისის ღალატად არ ღირს. შევხვდებით სასამართლოში და კვლავ რუსთაველის გამზირზე“ – მერიამ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა

„ საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ საკუთარი ნებით განცხადების დაწერა და დაკავებული პოზიციის დატოვება მომთხოვა, რადგან „ჩვენი დამოკიდებულებები (ჩემი და მერიის) მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ ემთხვევა ერთმანეთს”

„თბილისის მერიიდან გათავისუფლებულთა შორის არიან 10, 25 და 45 წლის გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ იპოვონ სამართალი, მათ შორის, საერთაშორისო სამართლებრივი გზებით“ – ტატა ხვედელიანი

მისივე განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა აუცილებლად იპოვონ სამართალი, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი გზებით“.