„კარგად მესმის, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს სერიოზული დისკომფორტი, პირველ რიგში, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის - გადაადგილების პრობლემა, ხმაური, მტვერი, კომუნიკაციების დროებითი შეზღუდვა“ - ამბობს კახა კალაძე ვიდეომიმართვაში.
როგორც კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც მიმდინარე წლის 3 სექტემბერს დასრულდება.
„სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. პარალელურად, იწმინდება სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენისგან“ - აცხადებენ თბილისის მერიაში.