LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია

კალაძე: „ბევრი საუბრობს საცობებზე, თბილისი რაც არის, ყველამ ვიცით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ.. ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, კაცო?“

„`ამ ქუჩების გადიდებით პრობლემას ვერ მოაგვარებ, ეს კიდევ უფრო დიდ დისკომფორტში შესვლა იქნება“ - ამბობს თბილისის მერი.

ჟვანიას მოედანზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით სხვა ადგილებზე გაჩერდება

მათივე ცნობით, პეკინის გამზირიდან ზურაბ ჟვანიას მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი პეკინის გამზირისა და კანდელაკის ქუჩის კვეთასთან, ხოლო ჟიული შარტავას ქუჩიდან ჟვანიას მოედნისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სიმონ კანდელაკის ქუჩა N5-თან, ჟვანიას მოედნის გადაკვეთამდე გაჩერდება.

20 მარტიდან რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

თბილისის მერიის ცნობით, საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება.

მეტროსადგურმა „გოცირიძემ“ მგზავრთა მომსახურება განაახლა

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.