დედაქალაქის მერის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ გაჩერებებზე კერძო ავტომანქანების გაჩერება აკრძალულია, თუმცა, ამის მიუხედავად, მსგავსი ფაქტები ხშირია.
წილოსანის განცხადებით, დედაქალაქში ადამიანები დაახლოებით 700-800 მეტრის გასავლელად ავტომობილით გადაადგილდებიან, მაშინ როცა მათ შეუძლიათ, რომ ეს მარშრუტი ფეხით, საზოგადოებრივი, ან სხვა ტრანსპორტით - ველოსიპედით, „სქროლით“ და ა.შ დაფარონ.