საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობას განსაზღვრავს. საკრებულოში აღნიშნულ ცვლილებაზე იმსჯელებენ.
შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ივლისის, 01:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს.