მათივე ცნობით, მიწისქვეშა გადასასვლელების მორეცხვა, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, გეგმიურად ხორციელდება, ხოლო დაგვა-დასუფთავება ყოველდღიურად მიმდინარეობს.
წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის კერძო დასახლებების ქუჩები, ასევე, რამდენიმე კერძო სახლი და მირიან მეფის ქუჩა დაიტბორა.